Baby Bag

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის ტესტის თხზულების გამსწორებელთა კონკურსი

2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის ტესტის თხზულების გამსწორებელთა კონკურსი

ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის ტესტის თხზულების გამსწორებელთა კონკურსისათვის საბუთების მიღება 24 აპრილიდან დაიწყება და 5 მაისის 18:00 საათზე დასრულდება.

კონკურსში მონაწილე პირს უნდა ჰქონდეს:

  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი (B2 ან C1) ან CELTA სერტიფიკატი;
  • ტესტური დავალებების შექმნაზე მუშაობის გამოცდილება;
  • მინიმუმ ხუთი წლის მასწავლებლად მუშაობის გამოცდილება ზოგად ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

გარდა ამისა, კონკურსანტის ოჯახის წევრი/წევრები არ უნდა აბარებდნენ 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებს.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

პირველ ეტაპზე მოხდება კანდიდატების მიერ წარმოდგენილი CV-ების შერჩევა.

მეორე ეტაპზე კონკურსის მონაწილეები დაწერენ მცირე მოცულობის თხზულებას. კანდიდატები გაივლიან სპეციალურ ტრენინგს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სადაც გაეცნობიან თხზულების შეფასების სქემასა და შეფასების კრიტერიუმებს.

მესამე ეტაპზე მონაწილეები შეაფასებენ იმიტირებულ საგამოცდო თხზულებას.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა CV და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთის დასკანერებული ვერსია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@naec.ge

ბრძანება N151-19 პ/შ.

შეიძლება დაინტერესდეთ

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განისაზღვრა

პირველკლასელთა რეგისტრაციის ვადები განსაზღვრა. I ეტაპზე – 2020 წლის 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით რეგისტრაციის გავლა შეეძლება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს.

I ეტაპზე დასარეგისტრირებელი ბავშვების მშობელები განცხადებით იმ საჯარო სკოლას მიმართავენ, სადაც შვილის შეყვანა სურთ. სკოლის ადმინისტრაცია კი, თავის მხრივ, ბავშვის რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (EMIS) მოახდენს. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით, მშობელი სკოლაში მინისტრის ბრძანებით დამტკიცებულ მიმართვის ფორმას შეავსებს. აღნიშნული ფორმა სკოლიდან სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდეგაც მშობელთან კომუნიკაციისა და შეთანხმების საფუძველზე, 17 მარტიდან 24 აპრილის ჩათვლით, მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასება და მისი საგანმანათლებლო საჭიროების დადგენა მოხდება. მულტიდისციპლინური გუნდი შეფასების დასკვნას მშობელს და იმ სკოლას მიაწვდის, სადაც ბავშვი დარეგისტრირდა. საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების შემთხვევაში, სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.

საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრის მქონე.

იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც არ დაუდასტურდებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, საშუალება ექნებათ ბავშვების რეგისტრაცია მომდევნო ეტაპებზე განახორციელონ.

რეგისტრაციის II ეტაპი, 27 აპრილიდან 8მაისისჩათვლითიქნებაშესაძლებელი და სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა:

  • და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში;
  • მშობელი სკოლის თანამშრომელია;
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

ამ ეტაპზე რეგისტრაცია ხორციელდება საჯარო სკოლებში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. რეგისტრაციას უზრუნველყოფს საჯარო სკოლა.

III ეტაპი - საყოველთაორეგისტრაცია - 13მაისიდანდაიწყებადა5ივნისისჩათვლითგაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე www.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 8ივნისიდან22ივნისისჩათვლით განხორციელდება. დადგენილვადებშიდოკუმენტაციისწარუდგენლობისშემთხვევაში, რეგისტრაციაავტომატურადგაუქმდება.

IV ეტაპი 24ივნისიდან10ივლისისჩათვლითსკოლებშიგანხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

საქართველოსზოგადსაგანმანათლებლოდაწესებულებაშიმოსწავლისპირველკლასშიჩასარიცხად წარსადგენი დოკუმენტების ნუსხა:

  • მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებს და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

2020-2021 სასწავლო წლისთვის დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება.

წაიკითხეთ სრულად