Baby Bag

დაისვენებენ თუ არა სკოლები დიდ ხუთშაბათს - განათლების სამინისტროს პასუხი

დაისვენებენ თუ არა სკოლები დიდ ხუთშაბათს -  განათლების სამინისტროს პასუხი

28 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლებში სწავლის პროცესი რამდენიმე დღით შეჩერდება.

როგორც Moms.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, სკოლები წითელ პარასკევსა (26 აპრილი) და ორშაბათს (29 აპრილს) დაისვენებენ, დიდი ხუთშაბათი კი სასწავლო დღე იქნება.

„ოფიციალური დასვენების დღეებია წითელი პარასკევი და ორშაბათი და სწორედ ამ ორ დღეს დაისვენებენ სკოლები. სწავლის პროცესი კი სამშაბათს, 30 აპრილს განახლდება,“ - აღნიშნეს სამინისტროში.

შეიძლება დაინტერესდეთ

ამირან გამყრელიძე მშობლებს და სკოლების ხელმძღვანელებს მიმართავს

ამირან გამყრელიძე მშობლებს და სკოლების ხელმძღვანელებს მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მშობლებსა და სკოლების ხელმძღვანელებს რეკომენდაციებით მიმართავს:

„განსაკუთრებით ახლა, როდესაც მობილობის სერიოზული ზრდა გვექნება ქვეყანაში სწავლის დაწყებასთან დაკავშირებით, მივმართავ მშობლებს, რომ სკოლაში არავითარ შემთხვევაში არ გაუშვან ბავშვი, ვისაც ტემპერატურის მატება ან რამე რესპირატორული სინდრომი ექნებთ, დარეკონ 112-ზე და ექიმის კონსულტაციით მართონ შემთხვევა. ასევე, სკოლის ხელმძღვანელებს მივმართავ, რომ იყოს მუდმივი თერმოსკრინინგი და მომატებული ტემპერატურით ბავშვი სკოლაში დაშვებული არ იყოს სკოლაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად