Baby Bag

დაისვენებენ თუ არა სკოლები დიდ ხუთშაბათს - განათლების სამინისტროს პასუხი

დაისვენებენ თუ არა სკოლები დიდ ხუთშაბათს -  განათლების სამინისტროს პასუხი

28 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლებში სწავლის პროცესი რამდენიმე დღით შეჩერდება.

როგორც Moms.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, სკოლები წითელ პარასკევსა (26 აპრილი) და ორშაბათს (29 აპრილს) დაისვენებენ, დიდი ხუთშაბათი კი სასწავლო დღე იქნება.

„ოფიციალური დასვენების დღეებია წითელი პარასკევი და ორშაბათი და სწორედ ამ ორ დღეს დაისვენებენ სკოლები. სწავლის პროცესი კი სამშაბათს, 30 აპრილს განახლდება,“ - აღნიშნეს სამინისტროში.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება 2021 - გამოყენებული ტესტები

მასწავლებლის კომპეტენციის დადასტურება 2021 - გამოყენებული ტესტები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტებს აქვეყნებს. 

















ინგლისური ენა - ვარიანტი I
​​შეგახსენებთ, რომ სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია "საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ" საქართველოს კანონით, შესაბამისად, ამ მასალების ცენტრის ნებართვის გარეშე გასაჯაროვება (დაბეჭდვა, ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში განთავსება დ ა.შ.) აკრძალულია.

წაიკითხეთ სრულად