Baby Bag

დაისვენებენ თუ არა სკოლები დიდ ხუთშაბათს - განათლების სამინისტროს პასუხი

დაისვენებენ თუ არა სკოლები დიდ ხუთშაბათს -  განათლების სამინისტროს პასუხი

28 აპრილს მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლებში სწავლის პროცესი რამდენიმე დღით შეჩერდება.

როგორც Moms.ge-ს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში განუცხადეს, სკოლები წითელ პარასკევსა (26 აპრილი) და ორშაბათს (29 აპრილს) დაისვენებენ, დიდი ხუთშაბათი კი სასწავლო დღე იქნება.

„ოფიციალური დასვენების დღეებია წითელი პარასკევი და ორშაბათი და სწორედ ამ ორ დღეს დაისვენებენ სკოლები. სწავლის პროცესი კი სამშაბათს, 30 აპრილს განახლდება,“ - აღნიშნეს სამინისტროში.

შეიძლება დაინტერესდეთ

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამებს აქვეყნებს. გთავაზობთ საგამოცდო პროგრამებს შემდეგ საგნებში:
წაიკითხეთ სრულად