Baby Bag

სიახლე მასწავლებლების ხელფასთან დაკავშირებით

სიახლე მასწავლებლების ხელფასთან დაკავშირებით

მიმდინარე სასწავლო წლის დასრულებისთანავე, 1 ივლისიდან მასწავლებელთა ახალი სახელფასო პროგრამა ძალაში შევა.

გაზრდილ ხელფასს მასწავლებლები ივლისის თვიდან მიიღებენ.

2024 წლის 1 ივლისიდან, სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებელთა ხელფასი საშუალოდ 500 და მეტი ლარით გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ გაზრდილი ხელფასი მასწავლებლებს შვებულების პერიოდშიც, 1 ივლისიდან მიეცემათ.

ახალი სახელფასო ფორმულა ითვალისწინებს საბიუჯეტო სახსრების სამართლიან და თანაბარ გადანაწილებას მასწავლებლის დატვირთვისა და შრომის შესაბამისად.


მასწავლებლის ხელფასის მატების საკითხს გვინდა, შემდეგი წლიდან გადავხედოთ
​მასწავლებლის ეროვნული დღე არ არის მხოლოდ ერთი დღე, ეს არის იმ პოლიტიკის დასაწყისი, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას გვინდა, ვაჩვენოთ პედაგოგების პროფესიული თუ სხვა განვითარების ნაწილში, – ამის შესახებ განა...
სახელმწიფო სტრუქტურებში ისეთი სახელფასო ზრდა არცერთ პროფესიას არ ჰქონია, როგორც მასწავლებე...
სკოლის ორგანიზაციული მოწყობა არის უნიკალური და არცერთი სხვა ორგანიზაცია მას არ ჰგავს, სკოლა არის ორგანიზაცია, სადაც დაწინაურების საშუალება არ არსებობს და ამ სტატუსებმა, გარკვეულწილად, შექმნა დაწინაურე...

შეიძლება დაინტერესდეთ

ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის სახელი მიენიჭა

ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირის სახელი მიენიჭა

წყალტუბოს სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მამია ფანცულაიას სახელი მიენიჭა.

მამია ფანცულაია ამავე, სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის ყოველმხრივ გამორჩეული მოსწავლე იყო. სკოლის დასრულების შემდეგ ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. სამშვიდობო მისიით იმყოფებოდა ერაყშიც. ხოლო 2008 წლის აგვისტოში მამია ფანცულაია საქართველო-რუსეთის ომში მონაწილეობდა, სადაც გმირულად დაიღუპა. გარდაცვლილ ჯარისკაცს დარჩა მეუღლე და შვილი, რომლის დაბადებასაც ვერ მოესწრო თუმცა, ის ამჟამად ასევე ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის მოსწავლეა.

სამშობლოს დაცვის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული გარდაცვლილი საერო პირის, მამია ფანცულაიას სახელი ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის N160/ნ ბრძანებით მიენიჭა.

წაიკითხეთ სრულად