Baby Bag

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა

სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმების თაობაზე მომზადებული ინიციატივა ჩავარდა.

აღნიშნულ კანონპროექტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა, თუმცა კანონპროეტქის მისაღებად 63 ხმა იყო საჭირო. 

როგორც ცნობილია, პარლამენტში დეპუტატებმა ხმაურისა და ცუდი აკუსტიკის გამო ვერ გაიგეს, თუ რა კანონპროექტზე იყო ლაპარაკი. რის შემდეგაც დეპუტატმა ლევან კობერიძემ ითხოვა განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უარი უთხრა.

შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდების გაუქმების პროექტი მიღებული არ არის. საკითხს პარლამენტი მთავრობის თხოვნით დაჩაქარებული წესით იხილავდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

„როგორ შევქმნათ შეფასების რუბრიკა“- ვებინარი მასწავლებლებისთვის

„როგორ შევქმნათ შეფასების რუბრიკა“- ვებინარი მასწავლებლებისთვის

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგებისთვის ვებინარს აცხადებს. ვებინარი „როგორ შევქმნათ შეფასების რუბრიკა“ 6 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

ვებინარს ჩაატარებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის შეფასების ექსპერტი, მარიანა ხუნძაყიშვილი. ხანგრძლივობა - 1 საათი.

მასწავლებლის სახლის ინფორმაციით, ვებინარში მონაწილეობის მისაღებად, საკმარისია, გქონდეთ ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი და ყურსასმენები. ვებინარის მიმდინარეობისას შესაძლებლობა გექნებათ, გამოგზავნოთ კითხვები და/ან ჩაერთოთ დისკუსიაში. 

6 დეკემბერს, ვებინარის დაწყებამდე 10-15 წუთით ადრე გადახვიდეთ ვებინარის ბმულზე - ​როგორ შევქმნათ შეფასების რუბრიკა.

ვებინარში ჩართვის ინსტრუქცია

წაიკითხეთ სრულად