Baby Bag

„პრემიერს ვთხოვე, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა,“ - ილია მეორე

„პრემიერს ვთხოვე, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა,“ - ილია მეორე

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მას დაჰპირდა, რომ საშუალო სკოლის პროგრამაში გალობას და ხალხურ სიმღერს შეიტანენ. ამის შესახებ პატრიარქმა ქართული გალობის ანთოლოგიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მახსენდება ჩვენი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. მე მას ვთხოვე, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა. პრემიერ-მინისტრი შემპირდა, რომ ეს იქნებოდა. ყველას გილოცავთ ამ დღეს. ქართული სიმღერა და გალობა ეს არის დიდი ნაწილი ქართული კულტურისა. ღმერთმა დაგლოცოთ და მე მჯერა, რომ ეს ნაბიჯი არ იქნება ერთი ნაბიჯი და მას მომავალი ნაბიჯებიც მიჰყვება ამას“, - განაცხადა ილია მეორემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფოლკლორის ცენტრი საქართველოს მასშტაბით 21 სკოლაში დაახლოებით 800-მდე ბავშვს აძლევს საშუალებას, რომ შეისწავლოს უნიკალური ქართული გალობა. წელს კი ამ რიცხვს შვიდი ახალი სკოლა დაემატება:

„ჯერ კიდევ დიდი გზა არის გასავლელი, რომ სრულად დავფაროთ ის უნიკალური გალობა, რომელიც დაგვიტოვეს დიდმა წინაპრებმა“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქართული გალობის ანთოლოგია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის აღსაყდრების 40 წლისთავს ეძღვნება. ანთოლოგიაში მე-19 მე-20 საუკუნეთა მიჯნაზე გამოცემული და ხელნაწერ კრებულებში დაფიქსირებული საგალობლები არის შესული.

შეიძლება დაინტერესდეთ

„გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანი და კეთილია, ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი“ - ილია მეორე

„გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანი და კეთილია, ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი“ - ილია მეორე

„გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანი და კეთილია, ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი,“ - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონის ტაძარში მარიამობის სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა.

„გილოცავთ ამ დღეს, მარიამობას. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ჩვენ საოცრად ვგავართ ერთმანეთს ხასიათით. ჩვენი პირველი თვისება და მთავარი თვისება არის იმაში, რომ ჩვენ არასდროს ვინახავთ ბოროტებას გულში. ბოროტება აზიანებს ადამიანს, ბოროტებას მოაქვს დიდი ნაკლი ადამიანისათვის. 

სიონი და თბილისელები არიან, როგორც დედა-შვილნი. თბილისი არის შვილი ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა სიონისა. უნდა ითქვას, რომ თბილისი და სიონი თანატოლები არიან.

არ უნდა გაგიტყდეს გული, როცა ნახავ რაღაც უსამართლობას. ქართველი ადამიანი მოწყალეა. დღეს, ჩვენ ვფიქრობთ, რა არის მომავალი ჩვენი სამშობლოსი. ჩვენ გვახსოვდეს, რომ მომავალი მშვიდობიანია და კეთილია. ღვთისმშობელი დედა არ დაუშვებს იმას, რომ საბოლოოდ დაეცეს ქართველი კაცი. ნუ შეგეშინდებათ, როცა ხედავთ გაჭირვებას, ხალხისას. ჩვენ უნდა გვახსოვდეს კიდევ ერთი რამ, რომ ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისათვის. ადამიანს უნდა მოჰქონდეს სიხარული სხვა ადამიანებისთვის. ამ შემთხვევაში ადამიანი ბედნიერია. იყავით ბედნიერი, იყავით გახარებული , სიხარული და სიყვარული გადაგვარჩენს ჩვენ ყოველთ“, - ბრძანა პატრიარქმა.

წაიკითხეთ სრულად