Baby Bag

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლების მასშტაბურ გამწვანებას იწყებს

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლების მასშტაბურ გამწვანებას იწყებს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ინიციატივით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო საჯარო სკოლების მასშტაბურ გამწვანებას იწყებს.

პროექტის ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 117-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ხეების დარგვის პროცესში მიიღეს მონაწილეობა.

უახლოეს მომავალში თბილისისა და რუსთავის 160-მდე სკოლაში 5500 ხეხილის ნერგი დაირგვება.

„პატრიარქის ინიციატივით, დავიწყეთ მასშტაბური და მნიშვნელოვანი სკოლების გამწვანების პროექტი, რომლის პირველ ეტაპზე თბილისისა და რუსთავის 160-მდე სკოლას გავამწვანებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა გამწვანებულ გარემოში გაატარონ თავისუფალი დრო. ეს აქცია გაგრძელდება და იმედი მაქვს ყველა მოსწავლე ჩაერთვება და მიიღებს მონაწილეობას ხეების მოვლა-პატრონობაში“ - განაცხადა მინისტრმა.

გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს სოფლის მეირნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხეხილის ნერგები გადასცა. აღნიშნული ნერგებით, პროექტის პირველ ეტაპზე თბილისსა და რუსთავში მდებარე საჯარო სკოლების ეზოები გამწვანდება.

სამინისტროს ინიციატივით, სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებაში გამწვანების აქციები მომავალშიც გაიმართება.

შეიძლება დაინტერესდეთ

პედაგოგთა დიდი მოთხოვნის გამო სოფო ბიბილაშვილის სტატუსის ასამაღლებელ ტრენინგზე რეგისტრაცია განახლდა

პედაგოგთა დიდი მოთხოვნის გამო სოფო ბიბილაშვილის სტატუსის ასამაღლებელ ტრენინგზე რეგისტრაცია განახლდა

2022 წელს პირველად ჩატარდება პროფესიული უნარების გამოცდა წამყვანი და მენტორი მასწავლებლობის მსურველთათვის.

პედაგოგთა დიდი მოთხხოვნის გამო, კიდევ ერთხელ გამოცხადდა რეგისტრაცია სოფო ბიბილაშვილის ტრენინგებზე

სწავლება მოიცავს:

  • საკითხების დამუშავებასა და დამუშავებული თეორიული მასალის მოწოდებას
  • ყველა საკითხის შესაბამის ტესტურ და სიტუაციურ დავალებას
  • სემინარების ჩაწერასა და განთავსებას ჯგუფში, რათა შეძლოთ მასალის ხელახალი დამუშავება

რეგისტრაცია სრულდება 26 აპრილს 18:00 საათზე!

სემინარები ჩატარდება კვირაში ორჯერ, ხანგრძლივობა 2-3 საათი. (მინიმუმ 2 თვე, ეს დამოკიდებულია გამოცდის თარიღზე)

კურსის მენტორი სოფო ბიბილაშვილი

რეგისტრაციისთვის და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

https://forms.​gle​/qwUvbmiLiWibxsNj6

ან დარეკეთ ნომერზე სამუშაო საათებში: 591 504 325 (ტრენერი თავად პასუხობს ზარებს)

R.

წაიკითხეთ სრულად