Baby Bag

ლადო აფხაზავამ დუბაიში სახალისო პრეზენტაცია მოაწყო (ვიდეო)

ლადო აფხაზავამ დუბაიში სახალისო პრეზენტაცია მოაწყო (ვიდეო)
„მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა ლადო აფხაზავამ დუბაიში „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა.

მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სწავლების საკუთარ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული.

ლადო აფხაზავამ დამსწრეებს იმ თამაშებში მიაღებინა მონაწილეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. აღნიშნულ თამაშში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

​ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია

​ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია

ნონა გაფრინდაშვილი იუბილარია.

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე 3 მაისს 78 წლის გახდა!

ნონა გაფრინდაშვილი :

  • მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი - 1962; 1965; 1969; 1972; 1975 წლები.
  • მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის გამარჯვებული
  • 1963; 1966; 1969; 1972; 1974; 1978; 1980; 1982; 1984; 1986; 1992 წლები.
  • პირველი საჭადრაკო ოსკარის მფლობელი - 1983 წელი.
  • საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე 1989 -1996 წლები.
  • საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი ქალი.
წაიკითხეთ სრულად