„მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა ლადო აფხაზავამ დუბაიში „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა.
მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სწავლების საკუთარ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული.
ლადო აფხაზავამ დამსწრეებს იმ თამაშებში მიაღებინა მონაწილეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. აღნიშნულ თამაშში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა.
82 წლის მასწავლებელს მოსწავლესთან გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლის 82 წლის მასწავლებელს მოსწავლესთან თავის სექსუალურ ლტოლვებზე საუბარის გამო ადანაშაულებენ.
„დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ზემო ქედის საჯარო სკოლაში, სკოლის მასწავლებელი 1937 წელს დაბადებული ნ.წ. თავის მოსწავლესთან სექსუალური შინაარსის საუბარი ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეტყობინებაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და გამოძიება გარყვნილი ქმედების ფაქტზე, სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო. ამოღებულია გამოძიებისთვის საჭირო ყველა ნივთმტკიცება. საქმეზე გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს,“ - აღნიშნული შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, მე-7 კლასელმა მოსწავლემ ისტორიის მასწავლებლის ნათქვამი მას შემდეგ ჩაიწერა, რაც მის ნათქვამში ეჭვი შეიტანეს.