„მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა ლადო აფხაზავამ დუბაიში „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა.
მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სწავლების საკუთარ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული.
ლადო აფხაზავამ დამსწრეებს იმ თამაშებში მიაღებინა მონაწილეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. აღნიშნულ თამაშში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა.
„ზოგჯერ სწრაფი ტესტი აჩვენებს უარყოფითს, მაგრამ ყველაფერს კორონავირუსს ნუ დავაბრალებთ. თუ ადამიანს აინტერესებს ჰქონდა თუ არა კოვიდი, გარკვეული დროის მერე, სამი კვირის შემდეგ, გაიკეთოს ტესტი იმუნოგლობულინებზე. თუ გადატანილი აქვს, ეს ანტისხეულები აღმოჩნდება სისხლში. უამრავი რესპირატორული ინფექცია არსებობს. ნიღბებმა კი დაიცვეს ადამიანები. არ არის ბევრი შემთხვევა სხვა რესპირატორული ინფექციების. ძალიან ბევრს აქვს კითხვა, რომ უარყოფითი პასუხი ჰქონდა ტესტზე, მაგრამ კლინიკა ჰქონდა 37.1-37.2 ტემპერატურა. სხვა დროსაც ხომ დაგვიკარგავს სუნი და გემო, როდესაც რესპირატორული ინფექცია ყოფილა. რადგან პანდემიის პირობებში ვიმყოფებით, ყველაფერი კოვიდი ნუ გვგონია.“
მარინა ჯანგავაძის თქმით, თუ პოსტკოვიდურ ეტაპზე პაციენტს კვლევებით ყველაფერი რიგზე აქვს, გახანგრძლივებული ტემპერატურა მის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის:
„ყველგან წერია, რომ კოვიდის გადატანის შემდეგ საკმაოდ დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს ტემპერატურა. ყველაზე ხანმოკლე პოსტკოვიდური პერიოდი შეიძლება იყოს ოთხი კვირა და ყველაზე ხანგრძლივი - ექვსი თვე. არასწორი იმუნური პასუხი და კიდევ ბევრი რამ არის ამის მიზეზი. თუ რენდგენოლოგიურად, სისხლის საერთო ანალიზით, ლაბორატორიული კვლევებით ყველაფერი ნორმაშია, თერმომეტრი დამალონ, ნერვები დაიმშვიდონ და დაწყნარდნენ. ეს ფორიაქი და ნერვიულობაც თავისებურად მოქმედებს.“
„თერმორეგულაციის ცენტრსაც დამახსოვრებული აქვს კოვიდი, პერიოდულად შეიძლება ტემპერატურამ აიწიოს. დამალონ თერმომეტრი. არ არის საჭირო ყოველ წუთში ტემპერატურის გაზომვა. ნერვიულობის ფონზეც შესაძლებელია ეს ყველაფერი განვითარდეს. თუ მწყობრში გაქვთ ყველაფერი, დამშვიდდით და დაწყნარდით. ძალიან ბევრია შემთხვევები, როდესაც ტემპერატურა იმატებს ნერვიულობის ფონზე. არ უნდა ნერვიულობა. თუ ყველაფერი წესრიგშია, მორჩა,“ - აღნიშნავს მარინა ჯანგავაძე.