Baby Bag

ლადო აფხაზავამ დუბაიში სახალისო პრეზენტაცია მოაწყო (ვიდეო)

ლადო აფხაზავამ დუბაიში სახალისო პრეზენტაცია მოაწყო (ვიდეო)
„მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა ლადო აფხაზავამ დუბაიში „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა.

მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სწავლების საკუთარ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული.

ლადო აფხაზავამ დამსწრეებს იმ თამაშებში მიაღებინა მონაწილეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. აღნიშნულ თამაშში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„წესით, საერთოდ უნდა აეკრძალოს საექიმო პრაქტიკა, როგორც მინიმუმ, ექიმის ლიცენზია უნდა შეუჩერდეს,“- გიორგი ფხაკაძე გიორგი კანდელაკს დაუპირისპირდა

„წესით, საერთოდ უნდა აეკრძალოს საექიმო პრაქტიკა, როგორც მინიმუმ, ექიმის ლიცენზია უნდა შეუჩერდეს,“- გიორგი ფხაკაძე გიორგი კანდელაკს დაუპირისპირდა

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნდა, რომელშიც ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი მწვავედ გააკრიტიკა:

„ეს ადამიანი (ამ პოსტის შემდეგ კოლეგას ვეღარ ვუწოდებ) არის ანტივაქსერული სექტის „რუხი კარდინალი”.

რუსეთის ოკუპაციურ ძალებს არ ჩაუდენიათ ისეთი მასშტაბური მავნებლობა/დანაშაული, რაც ამ ერთმა ადამიანმა ჩაიდინა.

არ მესმის, დღემდე სად არის ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და რეგულირების სააგენტო. როგორც მინიმუმ, ექიმის ლიცენზია უნდა შეუჩერდეს და, წესით, საერთოდ უნდა აეკრძალოს საექიმო პრაქტიკა.

ამაზე ყველა ჩუმად საუბრობს, მაგრამ ღიად, საჯაროდ ხმას ვერავინ იღებს …

ოფიციალური ვაქცინაციის გეგმა ქვეყანაში ჩავარდნილია და იცით, რატომ?! სახელმწიფო ატარებს „კანდელაკის” გეგმას. თუ მართალი არ ვარ, გისმენთ. გადახედეთ არა „ლოზუნგებს”, არამედ უშუალო ქმედებებს. რეალურად, მთავრობამ აირჩია „ჯოგური იმუნიტეტის” გზა.

პოსტ კოვიდზე არავინ ფიქრობს,“- აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

წაიკითხეთ სრულად