„მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა ლადო აფხაზავამ დუბაიში „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა.
მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სწავლების საკუთარ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული.
ლადო აფხაზავამ დამსწრეებს იმ თამაშებში მიაღებინა მონაწილეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. აღნიშნულ თამაშში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა.
როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაზე გამოყენებული ტესტების სწორი პასუხები და შეფასების სქემები
როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაზე გამოყენებული ტესტების სწორი პასუხები და შეფასების სქემები? - აღნიშნული კითხვით Moms.ge-ს არაერთმა მასწავლებელმა მიმართა.
კითხვის აქტუალურობიდან გამომდინარე, გთავაზობთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პასუხს.
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაზე გამოყენებული ტესტების სწორი პასუხები და შეფასების სქემები, გამოქვეყნდება შედეგებთან ერთად.
რაც შეეხება შედეგების გამოქვეყნებას, გამოცდების შედეგების გამოქვეყნება პირველი აგვისტოდან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგის გამოქვეყნებით დაიწყება. შედეგები ეტაპობრივად, ყველა საგნის მონაცემების დამუშავების დასრულებისთანავე, დაახლოებით აგვისტოს ბოლომდე გამოქვეყნდება.
ცნობისთვის, წელს მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად აპლიკანტთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დარეგისტრირდა. 31500-მდე დარეგისტრირებულიდან 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია, 10 000 კი - მასწავლებლობის მსურველი.
პედაგოგობის მსურველი პირი მხოლოდ საგნის გამოცდას აბარებს, პრაქტიკოს მასწავლებელს კი შესაძლებლობა აქვს, დაადასტუროს როგორც პროფესიული, ისე საგნობრივი კომპეტენცია. გამოცდები ქართულ ენასთან ერთად, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ტარდება.