Baby Bag

ლადო აფხაზავამ დუბაიში სახალისო პრეზენტაცია მოაწყო (ვიდეო)

ლადო აფხაზავამ დუბაიში სახალისო პრეზენტაცია მოაწყო (ვიდეო)
„მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა ლადო აფხაზავამ დუბაიში „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა.

მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სწავლების საკუთარ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული.

ლადო აფხაზავამ დამსწრეებს იმ თამაშებში მიაღებინა მონაწილეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. აღნიშნულ თამაშში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა. 

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადა განისაზღვრა

მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადა განისაზღვრა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადა განისაზღვრა. ​შესაბამის ბრძანებას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე აწერს ხელს.

ბრძანების თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მასწავლებლის შეფასების შედეგებისა და მასწავლებლისთვის სქემით განსაზღვრული სტატუსის მინიჭების შესახებ წინადადებების ელექტრონულ სისტემაში განთავსების ვადაა 2 მარტიდან 6 მარტის ჩათვლით პერიოდი.

იხილეთ ​ბრძანება

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწა​ვლებლების სანდო წყარო“.
წაიკითხეთ სრულად