„მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა ლადო აფხაზავამ დუბაიში „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა.
მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სწავლების საკუთარ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული.
ლადო აფხაზავამ დამსწრეებს იმ თამაშებში მიაღებინა მონაწილეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. აღნიშნულ თამაშში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა.
,,ჩვენი მასწავლებლები ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ'' - მიხეილ ჩხენკელი
,,ჩვენი მასწავლებლები ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ,“ - ამის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა განათლების ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის დროს განაცხადა.
„დისტანციური სწავლების დანერგვით მიღწეულ შედეგებზე დაყრდნობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აკადემიური წელი არ გამოცხადდება, სემესტრი შედგა. ეს არის მთელი ჩვენი საგანმანათლებლო სფეროს დამსახურება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მასწავლებლებს, პროფესორებს იმ ნამდვილი გმირობისთვის, რომელიც მათ ჩაიდინეს. მთელს საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ ჩვენს სახელოვან ექიმებთან ერთად ჩვენი მასწავლებლები, პროფესორები ნამდვილად ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ. დიდი რუდუნება, შრომა, ენთუზიაზმი წარმოადგენდა მათი მხრიდან დიდ გმირობას, რადგან ფაქტობრივად ნულიდან მოხდა დისტანციური სწავლების ჩამოყალიბება საქართველოში და ეს მათი დამსახურებაა,“ - აღნიშნა განათლების მინისტრმა.