„მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა ლადო აფხაზავამ დუბაიში „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა.
მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სწავლების საკუთარ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული.
ლადო აფხაზავამ დამსწრეებს იმ თამაშებში მიაღებინა მონაწილეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. აღნიშნულ თამაშში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ხვალ 18 მარტს ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის ვებინარი გაიმართება. გთავაზობთ ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას:
„ინგლისურის მასწავლებლებს 2021 წლის 18 მარტს 17:00 საათზე ბრიტანეთის საბჭოს „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების“ პლატფორმა გთავაზობთ ვებინარს ბრიტანელ ექსპერტებთან (დევიდ კრისტალი, პენი ური, დევიდ რაითი და სხვა.) „როგორ გავხადოთ საკლასო ოთახი უფრო მეტად ინკლუზიური“. რეგისტრაციისა და შეხვედრის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთის საბჭოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში „მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება - საქართველო“ პლატფორმა ხელმისაწვდომი იქნება ყველა ინგლისური ენის მასწავლებლისთვის 2021 წლის მაისიდან. გისურვებთ წარმატებებს!“ - აღნიშნულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.