„მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა ლადო აფხაზავამ დუბაიში „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა.
მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სწავლების საკუთარ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული.
ლადო აფხაზავამ დამსწრეებს იმ თამაშებში მიაღებინა მონაწილეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. აღნიშნულ თამაშში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა.
„სჯობს, შეცვალონ რიტორიკა და მიხედონ ავადმყოფებს! დავიღალეთ, მართლა დავიღალეთ!“ - პროდიუსერი ნატო დუმბაძე
ცნობილი პროდიუსერი ნატო დუმბაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ექიმების მხრიდან კოვიდ-19-ის გავრცელების გამო საზოგადოებაში შიშის დამკვიდრების მცდელობას აკრიტიკებს. ნატო დუმბაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„დილიდან გვესმის ჩვენთვის საპატივცემულო ადამიანებისგან: ვერ გადავრჩებით, არ გადავრჩებით, რესურსი არ გვეყოფა, ეს მოხდება, ის მოხდება, ამოვწყდებით! კაცო,ეს დაფინანსება, გადამზადება, დრო, ხომ ყველაფერი გვქონდა და კიდევ გვაქვს, რომ მომზადებულები შევხვდეთ. არ მთავრდება ეს ტალღები,ეს ხომ იცოდნენ? ასეთი განცხადებები რას ემსახურება? ვის ემსახურება? ნუთუ დაშინება მთავარი იარაღია ვაქცინაციის? რა არის ეს, რანაირი განცხადებებია? ვისი ბრალია ანუ - ხალხის? ვთქვათ, დავარდა ვაქცინაციის მაჩვენებელი , ამისთვის ხომ უნდა ჰქონოდათ გეგმა B და არა ფსიქოლოგიური ტერორი!
დავიღალეთ!მართლა დავიღალეთ, ჯობია შეცვალონ რიტორიკა და მიხედონ ავადმყოფებს და მობილიზაცია გააკეთონ, ხალხის დასტრესვით აგრესია უფრო მატულობს, ვიდრე შიში!
ყველაზე დიდ უნდობლობას კი ის იწვევს ხან ერთს რომ გეუბნებიან ეთერ-ერთერ და ხან მეორეს უტიფრად!
ბრიტანეთის მაგალითს თუ ავიღებთ 50 000 დაინფიცირდა გუშინ,მაგრამ ამოწყვეტით არ ემუქრებიან ადამიანებს! გეყოთ!“ - აღნიშნა ნატო დუმბაძემ.