„მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა ლადო აფხაზავამ დუბაიში „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა.
მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სწავლების საკუთარ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული.
ლადო აფხაზავამ დამსწრეებს იმ თამაშებში მიაღებინა მონაწილეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. აღნიშნულ თამაშში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა.
„დღევანდელი მონაცემებით ხელმისაწვდომი ვაქცინების უდიდესი ნაწილის ბავშვებში გამოყენება დაშვებული არ არის. თუ ბავშვებისთვის ვაქცინაცია დაშვებულია, წადით ექიმთან ვიზიტზე და ბავშვები აცერით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ბავშვები ვირუსის გამავრცელებელ ერთ-ერთ ძლიერ მექანიზმს წარმოადგენენ. ბავშვებს ვირუსი მარტივად და ხშირად უსმიპტომოდ გადააქვთ, მაგრამ ისინი ბებიებისა და ბაბუების ინფიცირების წყაროს წარმოადგენენ. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბავშვები ერთმნიშვნელოვნად უნდა აიცრან. გააკეთეთ სწორი დასკვნები,“ - აღნიშნავს ევგენი კომაროვსკი.