„მასწავლებლის გლობალური ჯილდო 2019“-ის ქართველმა ფინალისტმა ლადო აფხაზავამ დუბაიში „განათლებისა და უნარების გლობალური ფორუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე პრეზენტაცია გამართა.
მან პრეზენტაციაზე ისაუბრა სწავლების საკუთარ მეთოდებსა და იმ პროექტებზე, რომლებიც საკუთარ სკოლაში აქვს განხორციელებული.
ლადო აფხაზავამ დამსწრეებს იმ თამაშებში მიაღებინა მონაწილეობა, რომელსაც სასწავლო პროცესში იყენებს. აღნიშნულ თამაშში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ ლადო აფხაზავა მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაა. გამარჯვების შემთხვევაში მას პრიზად ერთი მილიონი ამერიკული დოლარი გადაეცემა.
„ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები ვერავის, ჩემს კოლეგებსაც, რომლებიც კალცს ნიშნავენ მშობლის თხოვნით, მისი ყოველგვარი განსაზღვრის გარეშე,“ - ინგა მამუჩიშვილი
პედიატრმა ინგა მამუჩიშვილმა ბავშვებისთვის კალცის ხელაღებით დანიშვნის პრაქტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სისხლში კალციუმის შემცველობის განსაზღვრის გარეშე მსგავსი დანიშნულების გაცემა არ შეიძლება:
„ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები ვერავის, ჩემს კოლეგებსაც, რომლებიც კალცს ნიშნავენ მშობლის თხოვნით კალცის ყოველგვარი განსაზღვრის გარეშე. დედიკოები ითხოვენ: „უმადოა ჩემი შვილი, არ ჭამს და იქნებ კალცი ჩაგვერთო.“ სადაც იონიზირებული კალცის განსაზღვრა მოხდა ყოველთვის ბავშვს ნორმალური აქვს კალცის შემცველობა.“
„ბავშვი კალცს ღებულობს თითქმის ყველა რძის პროდუქტიდან. ბავშვი რძით იკვებება. რძეში შედის კალცი. თუ ჩვენ ბავშვს კალცს ვაძლევთ დამატებით, არავინ არ იცის ეს კალცი მარილების სახით სად ჩალაგდება და სად იპოვის ადგილს. ვთხოვ ყველას, ჩემს კოლეგებსაც, რომ კალცის ასე ხელაღებით მიცემა ნამდვილად არ შეიძლება. თუ კალცის მიღების ჩვენებები არსებობს, განვსაზღვროთ კალცის შემცველობა სისხლში და მხოლოდ ამის შემდეგ დავნიშნოთ კალცი,“- აღნიშნულ საკითხზე ინგა მამუჩიშვილმა რადიო „იმედის“ ეთერში ისაუბრა.