აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ჰუმანური პედაგოგიკის ქრისტიანული საფუძვლების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კლასიკური პედაგოგიკა მთლიანად ქრისტიანობას ეფუძნება:
„ჰუმანური პედაგოგიკა ქრისტიანობიდან გამოდის. კლასიკური პედაგოგიკა მთლიანად ქრისტიანობას ეყრდნობა. ქრისტიანობაში არის თავისი მცნებები და დებულებები: „გიყვარდეს მოყვასი შენი.“ თუ მასწავლებელს უყვარს მოყვასი თვისი, ყველა ბავშვი მოყვასია. ის ცელქიც, ის მოუსვენარიც, ის, დავალება რომ არ შეასრულა, გაკვეთილი რომ ჩაუშალა, ყველა მოყვასია."
„თუ მასწავლებელს რწმენა არ აქვს, ღვთის რწმენა, ან რაღაც კეთილის რწმენა (მაგრამ ღვთისა ყველაზე მთავარია), თუ რწმენა არ აქვს და იქიდან არ გამოაქვს მეთოდები და პრინციპები, მას ყოველთვის შეეშლება ბავშვთან ურთიერთობაში და გადავა ძალაობაზე. ახლაც ხდება ასეთები,“ - აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
შანსი მასწავლებლებისთვის!!! - პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში ესეს წერის ონლაინ კურსზე რეგისტრაცია გახანგრძლივდა
პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში ესეს წერის ონლაინ კურსზე რეგისტრაცია 15 მაისის ჩათვლით გახანგრძლივდა.
როგორც ცენტრში აცხადებენ, ტრენინგის გავლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. ის მოიცავს ყველა საჭირო მასალას, რაც სრულფასოვანი ესეს დასაწერად არის საჭირო:
,,ტრენინგს ატარებენ მასწავლებლის სახლის გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ტრენერები. სრული კურსის ხანგრძლივობაა 9 საათი, კვირაში 3 დღე. თითო მეცადინეობა მიმდინარეობს 1 საათის განმავლობაში. სრული კურსის ღირებულებაა 60 ლარი. გავითვალისწინეთ მასწავლებელთა სურვილი და რეგისტრაციის ბოლო ვადა 15 მაისამდე გავახანგრძლივეთ,'' - აღნიშნავენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში.