აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ჰუმანური პედაგოგიკის ქრისტიანული საფუძვლების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კლასიკური პედაგოგიკა მთლიანად ქრისტიანობას ეფუძნება:
„ჰუმანური პედაგოგიკა ქრისტიანობიდან გამოდის. კლასიკური პედაგოგიკა მთლიანად ქრისტიანობას ეყრდნობა. ქრისტიანობაში არის თავისი მცნებები და დებულებები: „გიყვარდეს მოყვასი შენი.“ თუ მასწავლებელს უყვარს მოყვასი თვისი, ყველა ბავშვი მოყვასია. ის ცელქიც, ის მოუსვენარიც, ის, დავალება რომ არ შეასრულა, გაკვეთილი რომ ჩაუშალა, ყველა მოყვასია."
„თუ მასწავლებელს რწმენა არ აქვს, ღვთის რწმენა, ან რაღაც კეთილის რწმენა (მაგრამ ღვთისა ყველაზე მთავარია), თუ რწმენა არ აქვს და იქიდან არ გამოაქვს მეთოდები და პრინციპები, მას ყოველთვის შეეშლება ბავშვთან ურთიერთობაში და გადავა ძალაობაზე. ახლაც ხდება ასეთები,“ - აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
მასწავლებლობის მსურველებს გამოცდის დაწყებამდე თვეზე ნაკლები რჩებათ. პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრი მასწავლებლებს სთავაზობს ტრენინგებს, რომლებიც დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს გამოცდაზე 10 კრედიტის მოპოვებაში დაგეხმარებათ.
,,მასწავლებლობის მსურველებს, რომლებიც გამოცდაზე გადიან, შესაძლებლობა ეძლევათ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრის დაწყებით კომბინირებულ ტრენინგის ბოლო ნაკადზე რეგისტრაცია გაიარონ. სწორედ ეს ტრენინგი დაეხმარებათ მასწავლებლებს გამოცდა 10 კრედიტზე ჩააბარონ. ტრენინგს ატარებენ მასწავლებლის სახლის ტრენერები, რომელთა ნაწილიც თავად ასწორებენ ამ გამოცდას,'' - აღნიშნავენ პედაგოგთა პროფესიული ზრდის ცენტრში.
ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგი მოიცავს შემდეგ მოდულებს: ქართული, მათემატიკა, ბუნება, ანალიტიკური წერა და ტექსტის გააზრება:
,,ტრენინგი მოიცავს 16 სესიას, თითოეული მათგანის ხანგრძლივობაა 3 საათი. სრული კურსი 48 აკადემიური საათისგან შედგება. კურსის დასაწყისში მასწავლებლებს მიეწოდებათ ელექტრონული კრებული და ტესტური დავალებები,'' - აღნიშნავენ ცენტრში.
ტრენინგებზე რეგისტრაცია 6 ივლისს დასრულდება (ადგილები შეზღუდულია), ტრენინგები კი 7 ივლისიდან დაიწყება და ჩატარდება კვირაში 5-ჯერ.