აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ჰუმანური პედაგოგიკის ქრისტიანული საფუძვლების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კლასიკური პედაგოგიკა მთლიანად ქრისტიანობას ეფუძნება:
„ჰუმანური პედაგოგიკა ქრისტიანობიდან გამოდის. კლასიკური პედაგოგიკა მთლიანად ქრისტიანობას ეყრდნობა. ქრისტიანობაში არის თავისი მცნებები და დებულებები: „გიყვარდეს მოყვასი შენი.“ თუ მასწავლებელს უყვარს მოყვასი თვისი, ყველა ბავშვი მოყვასია. ის ცელქიც, ის მოუსვენარიც, ის, დავალება რომ არ შეასრულა, გაკვეთილი რომ ჩაუშალა, ყველა მოყვასია."
„თუ მასწავლებელს რწმენა არ აქვს, ღვთის რწმენა, ან რაღაც კეთილის რწმენა (მაგრამ ღვთისა ყველაზე მთავარია), თუ რწმენა არ აქვს და იქიდან არ გამოაქვს მეთოდები და პრინციპები, მას ყოველთვის შეეშლება ბავშვთან ურთიერთობაში და გადავა ძალაობაზე. ახლაც ხდება ასეთები,“ - აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
როგორ ამოვიცნოთ ანგინა? - ევგენი კომაროვსკის რჩევები მშობლებს
ბევრმა მშობელმა არ იცის, რომ ანგინა ბაქტერიული ინფექციაა და არა - ვირუსული. მის სამკურნალოდ სავლებებისა და საწუწნი აბების გამოყენება არაეფექტიანია. ევგენი კომაროვსკი მშობლებს უხსნის, როგორ უნდა უმკურნალონ ანგინას, თუ ბავშვს ყელის ტკივილი აწუხებს და როგორ უნდა გაარჩიონ ის ვირუსული ინფექციებით გამოწვეული ყელის ტკივილისგან. ცნობილი პედიატრი უფროსებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რადგან ანგინა, თუ მას სწორად არ ვუმკურნალეთ, სიცოცხლისთვის საშიშიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.