აკადემიკოსმა შალვა ამონაშვილმა ჰუმანური პედაგოგიკის ქრისტიანული საფუძვლების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კლასიკური პედაგოგიკა მთლიანად ქრისტიანობას ეფუძნება:
„ჰუმანური პედაგოგიკა ქრისტიანობიდან გამოდის. კლასიკური პედაგოგიკა მთლიანად ქრისტიანობას ეყრდნობა. ქრისტიანობაში არის თავისი მცნებები და დებულებები: „გიყვარდეს მოყვასი შენი.“ თუ მასწავლებელს უყვარს მოყვასი თვისი, ყველა ბავშვი მოყვასია. ის ცელქიც, ის მოუსვენარიც, ის, დავალება რომ არ შეასრულა, გაკვეთილი რომ ჩაუშალა, ყველა მოყვასია."
„თუ მასწავლებელს რწმენა არ აქვს, ღვთის რწმენა, ან რაღაც კეთილის რწმენა (მაგრამ ღვთისა ყველაზე მთავარია), თუ რწმენა არ აქვს და იქიდან არ გამოაქვს მეთოდები და პრინციპები, მას ყოველთვის შეეშლება ბავშვთან ურთიერთობაში და გადავა ძალაობაზე. ახლაც ხდება ასეთები,“ - აღნიშნულ საკითხზე შალვა ამონაშვილმა საპატრიარქოს ტელევიზიის ეთერში ისაუბრა.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
ხუთი მთავარი ატრიბუტი, რომელიც 2022 წელს ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს - დალი ჩიტალაძის რჩევები
მოდის ექსპერტმა დალი ჩიტალაძემ ის ხუთი მთავარი ატრიბუტი დაასახელა, რომელიც მომავალ წელს ყველა ქალის გარდერობში უნდა იყოს:
„ქალისთვის გარდერობში აუცილებელი 5 ატრიბუტის შესახებ ვისაუბროთ. ესენია: შავი კაბა, თეთრი პერანგი, შავი კლასიკური შარვალი. ეს უკვე სამია. ქვედაბოლო უკვე თქვენს არჩევანზეა. ასევე აუცილებელია შავი კლასიკური პიჯაკი და ნეიტრალური ფერის ფეხსაცმელი, რომელიც ყველაფერს უხდება. ხუთში ვერ ვეტევით, რადგან ერთი ჯინსის შარვალიც აუცილებელია.“
„2022 წელს ტენდენცია არის, რომ სილუეტი იქნება ისევ ოვერსაიზი, ან ძალიან გამოყვანილი. შარვალიც თუ გინდათ იყოს მაღალწელიანი, ან დაბალწელიანი. მაინც უფრო ელეგანტური არის მაღალწელიანი. ტანსაც უფრო კარგად აჩენს,” - აღნიშნულ საკითხზე დალი ჩიტალაძემ ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემაში „დღის პოსტი“ ისაუბრა.