Baby Bag

როდის არის ელექტრონული ჟურნალის დადასტურების ბოლო ვადა?

როდის არის ელექტრონული ჟურნალის დადასტურების ბოლო ვადა?

​განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, ჟურნალის დადასტურების ბოლო ვადა არის 2022 წლის 11 იანვარი. მათივე ცნობით, როდესაც მასწავლებლები დარწმუნდებიან, რომ ელექტრონულ ჟურნალში ასახული მონაცემები ყველა მოსწავლის ჭრილში ზუსტია, მათ უნდა უზრუნველყონ ჟურნალის დადასტურება.

„აქვე გაცნობებთ, თუ მასწავლებელი აღნიშნულ რიცხვამდე არ უზრუნველყოფს ჟურნალში ინფორმაციის დროულ ასახვასა და მის დადასტურებას, ჟურნალი ავტომატურად დადასტურდება 2022 წლის 11 იანვარს 23:59 საათზე“, - აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე ზღვარი როგორია?

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე ზღვარი როგორია?
უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე ზღვარი როგორია? - ამ კითხვას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა უპასუხეს ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც მასწავლებლის საგნის გამოცდაზე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე, ასევე საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებელ ტესტირებაზე დარეგისტრირებულთათვის გაიმართა.

ცენტრის წარმომადგენლების თქმით, უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების ტესტის მაქსიმალური ქულაა 54. იმისათვის, რომ გამოსაცდელმა გადალახოს ბარიერი და მოიპოვოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, მან უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ 33 ქულა. გამოცდის ხანგრძლივობაა 4 საათი. პროფესიული უნარების ტესტში 3 ტიპის დავალებაა: არჩევითპასუხებიანი, შესაბამისობისა და ღია დავალებები.

წაიკითხეთ სრულად