Baby Bag

როდის არის ელექტრონული ჟურნალის დადასტურების ბოლო ვადა?

როდის არის ელექტრონული ჟურნალის დადასტურების ბოლო ვადა?

​განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, ჟურნალის დადასტურების ბოლო ვადა არის 2022 წლის 11 იანვარი. მათივე ცნობით, როდესაც მასწავლებლები დარწმუნდებიან, რომ ელექტრონულ ჟურნალში ასახული მონაცემები ყველა მოსწავლის ჭრილში ზუსტია, მათ უნდა უზრუნველყონ ჟურნალის დადასტურება.

„აქვე გაცნობებთ, თუ მასწავლებელი აღნიშნულ რიცხვამდე არ უზრუნველყოფს ჟურნალში ინფორმაციის დროულ ასახვასა და მის დადასტურებას, ჟურნალი ავტომატურად დადასტურდება 2022 წლის 11 იანვარს 23:59 საათზე“, - აღნიშნულია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეიძლება დაინტერესდეთ

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაზე გამოყენებული ტესტების სწორი პასუხები და შეფასების სქემები

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაზე გამოყენებული ტესტების სწორი პასუხები და შეფასების სქემები

როდის გამოქვეყნდება მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაზე გამოყენებული ტესტების სწორი პასუხები და შეფასების სქემები?  - აღნიშნული კითხვით ​Moms.ge-ს არაერთმა მასწავლებელმა მიმართა. 

კითხვის აქტუალურობიდან გამომდინარე, გთავაზობთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პასუხს.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებელთა კომპეტენციის გამოცდაზე გამოყენებული ტესტების სწორი პასუხები და შეფასების სქემები, გამოქვეყნდება შედეგებთან ერთად.

რაც შეეხება შედეგების გამოქვეყნებას, გამოცდების შედეგების გამოქვეყნება პირველი აგვისტოდან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგის გამოქვეყნებით დაიწყება. შედეგები ეტაპობრივად, ყველა საგნის მონაცემების დამუშავების დასრულებისთანავე, დაახლოებით აგვისტოს ბოლომდე გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, წელს მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებლად აპლიკანტთა უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობა დარეგისტრირდა. 31500-მდე დარეგისტრირებულიდან 20 000-ზე მეტი პრაქტიკოსი მასწავლებელია, 10 000 კი - ​მასწავლებლობის მსურველი.

პედაგოგობის მსურველი პირი მხოლოდ საგნის გამოცდას აბარებს, პრაქტიკოს მასწავლებელს კი შესაძლებლობა აქვს, დაადასტუროს როგორც პროფესიული, ისე საგნობრივი კომპეტენცია. გამოცდები ქართულ ენასთან ერთად, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ტარდება.

იხილეთ ასევე

მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - გამოცდები 2019


წაიკითხეთ სრულად