Baby Bag

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შექმნა.

პლატფორმა შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუმცა მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს. რესურსი მოიცავს ძირითადი გრამატიკული საკითხების თეორიულ მასალას, სხვადასხვა ტიპის ინტერაქციულ სავარჯიშოებს, განმარტებით ვიდეოებსა და ჩეთბოტს.

მასწავლებლის სტატუსის მქონე მომხმარებელს სისტემა საშუალებას აძლევს, ელექტრონული ფოსტით მოიწვიოს მოსწავლეები და გააერთიანოს კლასებად.

საგანმანათლებლო რესურსი შეესაბამება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ გრამატიკულ საკითხებს.

რესურსი იხილეთ ბმულზე - ქართული ენის გრამატიკა

შეიძლება დაინტერესდეთ

,,მაშინ, როცა თქვენ თქვენი შვილების გვერდზე ხართ, სამყაროც მათ მხარეზე დგება...'' - დედის საქციელი, რომელმაც შვილის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა

,,მაშინ, როცა თქვენ თქვენი შვილების გვერდზე ხართ, სამყაროც მათ მხარეზე დგება...'' - დედის საქციელი, რომელმაც შვილის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა

,,​მე-7- მე-8 კლასში ვიქნებოდი, როცა ერთ-ერთ მასწავლებელთან სიტყვიერი შელაპარაკების გამო, მან პირობა მომცა რომ ორიანს დამიწერდა და საშემოდგომოს გამომაყოლებდა, მთელი თავისი თანმდევი უსიამოვნო რიტუალებით...

კორიდორში სადაც შემხვდებოდა, მიმეორებდა:

- მუზაშვილი, ამ ორიანს არ გამოგასწორებინებ...

მან ეს პირობა შეასრულა...

ეს იყო ჩემი პირველი შეხება სიტუაციასთან, როცა რაიმე ,,ცუდს" არა მარტო გპირდებიან, არამედ გისრულებენ კიდეც და თავს ზევით ძალა არ არის...

ზაფხულის დაწყების წინ, როცა ყველას არდადეგები უხარია, მე კუდამოძებული ვბრუნდებოდი სახლში და მეგონა რომ ვირზე უკუღმა შესასმელი ვიყავი....

უმძიმესი განცდებით, ნამუსის ქენჯნით და სირცხვილის გრძნობით გადავაგორე ზაფხული...

ჩუმად ვმეცადინებობდი და ვნატრობდი ოჯახის წევრებს არაფერი გაეგოთ.

დადგა საშემოდგომოს გადაბარების დღეც...


წაიკითხეთ სრულად