Baby Bag

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შექმნა.

პლატფორმა შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუმცა მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს. რესურსი მოიცავს ძირითადი გრამატიკული საკითხების თეორიულ მასალას, სხვადასხვა ტიპის ინტერაქციულ სავარჯიშოებს, განმარტებით ვიდეოებსა და ჩეთბოტს.

მასწავლებლის სტატუსის მქონე მომხმარებელს სისტემა საშუალებას აძლევს, ელექტრონული ფოსტით მოიწვიოს მოსწავლეები და გააერთიანოს კლასებად.

საგანმანათლებლო რესურსი შეესაბამება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ გრამატიკულ საკითხებს.

რესურსი იხილეთ ბმულზე - ქართული ენის გრამატიკა

შეიძლება დაინტერესდეთ

„ბლუმის ტაქსონომიის გამოყენება ბიოლოგიის სწავლებაში“ - მასწავლებლებისთვის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება

„ბლუმის ტაქსონომიის გამოყენება ბიოლოგიის სწავლებაში“ - მასწავლებლებისთვის ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება

მასწავლებლეთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 25 დეკემბერს, 16:00 საათზე ბიოლოგიის მასწავლებელთათვის ვებინარი (ონლაინ პრეზენტაცია) გაიმართება თემაზე - „ბლუმის ტაქსონომიის გამოყენება ბიოლოგიის სწავლებაში“.

ვებინარში განხილული იქნება ბლუმის ტაქსონომიის არსი, მნიშვნელობა და პრაქტიკული გამოყენების მაგალითები ბიოლოგიის სწავლებაში.

ონლაინ პრეზენტაციაზე ჩართვის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ ბმულზე - ​„ბლუმის ტაქსონომიის გამოყენება ბიოლოგიის სწავლებაში“

იხილეთ ასევე:

ბლუმის ტაქსონომია და მისი გამოყენება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინებში

წაიკითხეთ სრულად