Baby Bag

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი შექმნა.

პლატფორმა შექმნილია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის, თუმცა მისი გამოყენება შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს. რესურსი მოიცავს ძირითადი გრამატიკული საკითხების თეორიულ მასალას, სხვადასხვა ტიპის ინტერაქციულ სავარჯიშოებს, განმარტებით ვიდეოებსა და ჩეთბოტს.

მასწავლებლის სტატუსის მქონე მომხმარებელს სისტემა საშუალებას აძლევს, ელექტრონული ფოსტით მოიწვიოს მოსწავლეები და გააერთიანოს კლასებად.

საგანმანათლებლო რესურსი შეესაბამება ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის საბაზო საფეხურის ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემულ გრამატიკულ საკითხებს.

რესურსი იხილეთ ბმულზე - ქართული ენის გრამატიკა

შეიძლება დაინტერესდეთ

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან პაქსაძე გთავაზობთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ნიმუშს

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან პაქსაძე გთავაზობთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ნიმუშს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან პაქსაძე გთავაზობთ პედაგოგიური პრაქტიკის კვლევის ნიმუშს თემაზე - სწავლება სასწავლო ვიზიტების გამოყენებით. 

კვლევის ნიმუში იხილეთ ბმულზე - ​სწავლება სასწავლო ვიზიტების გამოყენებით.

წაიკითხეთ სრულად