- ქალბატონო ირინა, პირველ რიგში რომ განვმარტოთ, რა არის მშობიარობის შემდგომი დეპრესია და რა სიხშირით გვხვდება დედებში?
- ბოლო დროს, სოციალურ ქსელებში, ძალიან ხშირად მხვდება ეს პრობლემა. შეიქმნა ქალთა
- რა შეიძლება იყოს მშობიარობის შემდგომი დეპრესიის გამომწვევი მიზეზები?
- ორსულობამდე თუ ქალს ჰქონდა დეპრესიული სიმპტომები, მეტია ალბათობა, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია განვითარდეს. პირველ რიგში, დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ხასიათსა და მის ფსიქოტიპს. თუ მისი ურთიერთობები პარტნიორთან და ოჯახის წევრებთან არ არის სასურველი, ეს დეპრესიის პირველი
- როგორია მშობიარობის შემდგომი დეპრესიის სიმპტომები, როგორ ვლინდება ის?
- ხშირ შემთხვევაში დეპრესია ვლინდება მშობიარობის შემდეგ, თუმცა ორსულობის დროსაც არის გარკვეული დეპრესიული სიმპტომები, რომელიც ჰგავს კლასიკურ-კლინიკურ დეპრესიას - უხასიათობა, მოწყენილობა, გაღიზიანებადობა, მომატებული ძილიანობა ან პირიქით - უძილობა, უმადობა, აპათია, ბავშვისადმი გულგრილი დამოკიდებულება, პარტნიორის უარყოფა. ზოგადი შეფასებით ადამიანი თავს გრძნობს ცუდად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას ინფორმაციის დეფიციტი აქვს. როგორც წესი, ასეთი ადამიანები თავს გრძნობენ ხოლმე დამნაშავედ, ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა, როდესაც მოლოდინები ჰქონდათ ოჯახის წევრებს მისგან, რომ წარმატებული, ბედნიერი დედა იქნებოდა, უმეტესწილად კი პირველ პერიოდში დედა ამ მოლოდინს ვერ ამართლებს, ის ითრგუნება, თავს გრძნობს დამნაშავედ და ჰგონია, რომ ცუდი დედაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს ასე არ არის!
- რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს მშობიარობის შემდგომი დეპრესია?
- საშუალო დრო 6 კვირაა. 2 ან 3-კვირიანი სიმპტომების გაგრძელების შემთხვვევაში, უმჯობესია, მიმართოთ სპეციალისტს. ასე უფრო სწრაფად ხდება დეპრესიის დაძლევა. ზოგადად, მშობიარობიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში დეპრესიის საფრთხე მაღალია. მთავარია, პანიკა არ იყოს უმნიშვნელო დეტალებზე, რადგან ადამიანის განწყობა მუდმივად ცვალებადია და არ შეიძლება ყველაფერი დეპრესიას დავაბრალოთ. იმ შემთხვევაში თუ დეპრესიის რომელიმე ნიშანს შეამჩნევთ, რეჟიმი (დასვენება, ჯანსაღი კვება, ვარჯიში...), როგორც წესი, პირველ ეტაპზე, საუკეთესო საშუალებაა. მძიმე შემთხვევებში ფსიქოთერაპევტები და ფსიქიატრები ერთობლივად მუშაობენ ამ საკითხზე.
- რას ურჩევთ ახალბედა დედებს მშობიარობის შემდგომ პერიოდში?
- პერფექციონისტი ქალებისთვის რთულია ახალბედა დედობის სიძნელეებთან გამკლავება, რადგან მათ სურთ ყველაფერი მოწესირგებულად ჰქონდეთ - სახლი, ბავშვის ტანსაცმელი და ა.შ. განსაკუთრებული გამოხატულებაა ხოლმე, როცა დედა ჩვილის ტანსაცმელს ორივე მხრიდან აუთოებს ისე, რომ რაიმე პატარა დეტალი არ გამორჩეს. ყველაფრის იდეალურად ქონა პრაქტიკულად შეუძლებელია, მით უმეტეს, როდესაც ამდენი ნიუანსია გასათვალიწინებელი, ამიტომ, დედებო, ნუ შეშინდებით, თუ სახლი ოდნავ მაინც არეული გაქვთ... პირველ რიგში, ბავშვის კეთილდღეობისთვის, დედა უნდა იყოს კარგად. დედის ხასიათი პირდაპირ აისახება ბავშვის განწყობაზე, თუ დედა არის მშფოთვარე - ბავშვიც მოუსვენარია: ხშირად ტირის, არ სძინავს. დედებს ვურჩევ, რომ პირველ რიგში, საკუთარ თავზე იზრუნონ. ბედნიერი დედა ბავშვისთვის არის როლური მოდელი. თქვენ თუ წარმატებული და ბედნიერი ხართ, ისიც თქვენ გემსგავსებათ და არა სხვას.
დახმარების თხოვნის არასდროს შეგრცხვეთ. როდესაც რაიმე გვაწუხებს, მაგალითად, კბილი, მივდივართ სტომატოლოგთან, ანალოგიურად ვიქცევით მშობიარობის შემდგომი დეპრესიის შემთხვევაშიც, საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. რაც უფრო დროულად ჩავერევით, მით უფრო ცოტა დრო დაგვიჭირდება სამკურნალოდ, შესაძლოა, ერთჯერადი ფსიქოთერაპიული სეანსიც კი საკმარისი იყოს დედისთვის.
ესაუბრა მაკა ქაფიანიძე
ფოტო: 1TV.GE
შეიძინე საბავშვო პროდუქტების ნაკრები ექსკლუზიურ ფასად ბმულზე 👉 https://www.facebook.com/babybag.momsedu.ge
R.