მოხარშეთ ქათმის ხორცი, პირველი ნახარში გადაღვარეთ, დაასხით ადუღებული წყალი და განაგრძეთ ხარშვა. ცალკე მოხარშეთ ბოსტნეული: სტაფილო და ყაბაყი ოხრახუშთან ერთად. მოხარშვის შემდეგ ბოსტნეული და ქათმის ხორცი ერთად დაჭყლიტეთ, ან დააბლენდერეთ. გემოვნებისამებრ დაუმატეთ მარილი და ზეითუნის ზეთი.