როგორ მივხდეთ ჩვილს საკვები ჰყოფნის თუ არა? - აღნიშულ თემაზე პედიატრმა ნანა რურუამ ისაუბრა.
„სულერთია ბავშვი ძუძუზეა თუ ხელოვნურ კვებაზე, ძუძუზე მით უფრო, არ არის აუცილებელი ბავშვის აწონვა, რომ გავიგოთ ჰყოფნის თუ არა საკვები. უნდა დააკვირდეთ რამდენჯერ უცვლით პამპერსს, ანუ რამდენს შარდავს და რამდენჯერ გადის კუჭში. თუ ბავშვი შარდავს და კუჭში გადის ადეკვატურად, ანუ დღეში 5-6 პამპერსს უცვლით მოსაშარდად, ეს ნიშნავს, რომ მას რძე ჰყოფნის. რას ეფუძნება ეს ლოგიკა? - ბავშვს აქვს თანდაყოლილი გადარჩენის უნარი. ჭამით აკეთებს რას? ძალიან ჭკვიანურად იქცევიან ჩვილები, ჯერ შეივსებს თავის მოთხოვნილებას და თუ რამე მორჩება, ამ შემთხვევაში მოშარდავს ან კუჭში გავა. ჩვილი ზედმეტს იშორებს მხოლოდ. პრაქტიკულად არ არსებობს, რომ მოშივდეს და ამ დროს მოშარდოს კარგად. ძალიან მარტივი ლოგიკაა, თუ ბავშვს დღეში 5-6 ჯერ ან 7-8 ჯერ უცვლით პამპერსს, ეს ნიშნავს, რომ მას საკვები ჰყოფნის.
ბავშვმა ყოველთვის იცის, როდის შია. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია გასათვალისწინებელი, ბავშვებს ყოველთვის არ შიათ თანაბრად. ყოველდღე ერთნაირად არ შიათ. მათი ზრდის ტემპი განსხვავდება ყოველდღიურად, არსებობს ზრდის პიკი, თვეში, რამდენიმე დღის განმავლობაში უფრო სწრაფად იზრდება'' - აღნიშნულ თემაზე ნანა რურუამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „სხვა შუადღე“ ისაუბრა.
მარტივი ტესტი მსხვილი ნაწლავის ფუნქციის შესამოწმებლად - ფიტოთერაპევტ მარინა წულუკიძის რჩევები
ფიტოთერაპევტმა მარინა წულუკიძემ მსხვილი ნაწლავის ფუნქციის შესამოწმებელი მარტივი მეთოდების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, 50 გრამი ჭარხლის წვენის დალევა დაგვეხმარება ჩვენი მსხვილი ნაწლავის მდგომარეობის შეფასებაში:
„პაციენტებს თვითონ შეუძლიათ გაარკვიონ, რამდენად დაბინძურებულია მათი ორგანიზმი, ღვიძლი და მსხვილი ნაწლავი, პირველი კატეგორიის იმუნური სისტემის მარეგულირებელი ორგანოები. შეგიძლიათ აიღონ 50 გრამი ჭარხლის წვენი, დალიოთ. თუ ერთი საათის ან თუნდაც ნახევარი საათის შემდეგ შარდი გაწითლდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მსხვილი ნაწლავი კატასტროფულ მდგომარეობაშია და სასწრაფოდ ითხოვს გაწმენდას.“
მარინა წულუკიძის თქმით, კომბოსტოსა და ლობიოს მირთმევის შემდეგ მეტეორიზმი ნორმალური მოვლენა არ არის:
„ცნობილი ფაქტია და ყველას ასე ჰგონია, რომ თუ ადამიანი ჭამს კომბოსტოს, ბოლოკს, ლობიოს, გაზების დაგროვება თითქოს ჩვეულებრივი ამბავია. ეს ასე არ არის. აქაც მინდა, რომ მარტივი რამ გასწავლოთ. ბოსტნეული და ხილი შეიცავს გოგირდს და ქლორს. ბოსტნეულის ჭამის დროს შედიან რეაქციაში ნაწლავში არსებულ ბაქტერიებთან, იწყება არასრულფასოვანი მონელების პროცესი, რასაც მოჰყვება გაზების დაგროვება. მიდის ლპობითი პროცესი და გაზი ლპობითი პროცესის პასუხია.“
„აიღეთ 50 გრამი კომბოსტოს წვენი და დალიეთ. ლობიოს ნახარშის წვენიც შეგიძლიათ დალიოთ. თუ შებერილობა დაგეწყებათ, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაწლავი არის ძალიან დაზიანებული და სასწრაფოდ საჭიროებს წმენდას,“ - აღნიშნულ საკითხებზე მარინა წულუკიძემ ტელეკომპანია „პულსის“ ეთერში ისაუბრა.