Baby Bag

იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება, დამატებით ერთი საგამოცდო სესია განისაზღვრა

იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება, დამატებით ერთი საგამოცდო სესია განისაზღვრა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღების მიზნით, იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ვერ მოახერხეს გამოცდაზე დასწრება COVID-19-ის ინფექციის დადასტურების გამო, განისაზღვრა დამატებით ერთი საგამოცდო სესია შემდეგ საგნებში:
  • ქართული ენა და ლიტერატურა - 21 ივლისი (II სესია);
  • მათემატიკა - 23 ივლისი (II სესია);
  • უცხოური ენა - 25 ივლისი (II სესია).


ცენტრის ცნობით, ​დეტალური ინფორმაცია სხვა დამატებითი სესიების ჩატარების თაობაზე გამოქვეყნდება ეტაპობრივად.

შეიძლება დაინტერესდეთ

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მითითებით

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის საგანმანათლებლო პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალი ჩასაბარებელი საგნების მითითებით
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს იმ პროგრამების სავარაუდო ჩამონათვალს (ჩასაბარებელი საგნების მითითებით), რომლებზეც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები გამოაცხადებენ მიღებას 2021-2022 სასწავლო წლისათვის.

ქართულ ენაში მომზადების პროგრამები

წაიკითხეთ სრულად