რა ფორმით ჩატარდება და რა ცვლილება შედის 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში - დეტალებზე სოფიო გორგოძე საუბრობს
ნახეთ ვიდეო
რა ფორმით ჩატარდება და რა ცვლილება შედის 2021 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში - დეტალებზე სოფიო გორგოძე საუბრობს
ნახეთ ვიდეო
ბიუჯეტში გათვალისწინებულია მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 100 ლარით - აღნიშნულის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით გათვალისწინებული მონაცემების შეფასებისას განაცხადა.
როგორც მან განაცხადა, პარლამენტში შევიდა 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია, თუმცა ბიუჯეტის პარამეტრები გადაიხედება დოკუმენტის საბოლოო ვარიანტის მომზადებისას, ბიუჯეტის პირველად ვერსიაში ასახულია ის ვალდებულებები, რაც აღებული აქვს სახელმწიფოს:
„ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების ინდექსაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივა, გათვალისწინებულია სკოლებში მასწავლებელთა ხელფასების ზრდა 100 ლარით. ასევე, საბავშვო ბაღებში, სადაც მიმდინარე წელს გაიზარდა ხელფასები, მისი სრული დაფინანსება მოხდება 2021 წლის განმავლობაში. 2021 წელს ასევე სრულად დაფინანსდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების მიმდინარე წელს გაზრდილი ხელფასები“, – აღნიშნა გიორგი კაკაურიძემ.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსება განისაზღვრა 1 738.1 მლნ ლარით, რაც 2020 წლის დამტკიცებულ ასიგნებას აღემატება 199.2 მლნ ლარით.
მათ შორის თანხები ძირითადად მიიმართება შემდეგი პროგრამების განხორციელებაზე:
ბიუჯეტში გათვალისწინებული პროექტის განხილვა პარლამენტში ხვალიდან, 6 ოქტომბრიდან დაიწყება.
წაიკითხეთ სრულად