სკოლებში სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი სხვადასხვა დროს დასრულდება
საჯარო სკოლებში სხვადასხვა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი სხვადასხვა დროს დასრულდება.
პირველკლასელები და დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები სწავლას მაისის თვეში ასრულებენ - პირველკლასელები 27 მაისს, ხოლო მე-12 კლასის მოსწავლეები - 20 მაისს, სხვა კლასის მოსწავლეებისთვის კი 2019-2020 სასწავლო წელი 15 ივნისს სრულდება.
რამდენი ოფიციალური დასვენების დღე დარჩა სასწავლო წლის დასრულებამდე?