Baby Bag

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტების საგამოცდო ბარათზე მითითებულია ინფორმაცია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატი) წარმოდგენის თაობაზე და ჯერ არ წარუდგენიათ, დოკუმენტის ასლი უნდა მიიტანონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: ე. მინდელის N9) ან ადგილობრივ რესურსცენტრებში არაუგვიანეს 20 აგვისტოს 18:00 საათისა.

აღნიშნული რეგულაცია არ ეხება სხვა აბიტურიენტებს.

შეიძლება დაინტერესდეთ

გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა

გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი გამოქვეყნდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებულ ტესტს აქვეყნებს.

ცენტრის ინფორმაციით, ნაეკის მიერ ჩატარებულ გამოცდებზე გამოყენებული ტესტები წარმოადგენს ცენტრის საკუთრებას და დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით, შესაბამისად, ამ მასალების ცენტრის ნებართვის გარეშე გასაჯაროვება (დაბეჭდვა, ვებგვერდზე ან სოციალურ ქსელში განთავსება დ ა.შ.) აკრძალულია.

იხილეთ 2020 წლის გეოგრაფიის გამოცდაზე გამოყენებული ტესტ​ი.
წაიკითხეთ სრულად