Baby Bag

​2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები თვის ბოლოს გამოქვეყნდება

​2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები თვის ბოლოს გამოქვეყნდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს აბიტურიენტთა ნაშრომებისა და მათი ქულების გამოქვეყნებას. უკვე ცნობილია შედეგები მათემატიკაში, ხელოვნებაში, ბიოლოგიაში, ფიზიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში. 

ცენტრის ცნობით, სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყება ყველა გამოცდის შედეგის გამოქვეყნების შემდეგ. განაცხადები მიიღება ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge. გამოსაცდელებს საშუალება ექნებათ, გაასაჩივრონ, როგორც ცალკეული დავალება, ასევე მთლიანი ნაშრომი. გადაწყვეტილებას მიიღებს დამოუკიდებელი სააპელაციო კომისია.

რაც შეეხება 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს, თვის ბოლოს გამოქვეყნდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს აბიტურიენტებს, რომ სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება მათ აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით შეეძლებათ.

ცენტრის ცნობით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ ორი ან მეტი არჩევითი საგნის მონიშვნისა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჭრის, ან რომელიმე მათგანზე არგამოცხადების შემთხვევაშიც აბიტურიენტი ინარჩუნებს ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების შესაძლებლობას.

2020 წლის საგამოცდო პროცესი 6 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდით დაიწყო და 4 აგვისტოს საერთო სამაგისტრო გამოცდით დასრულდა. საქართველოს მასშტაბით გახსნილი იყო 24 საგამოცდო ცენტრი.

შეიძლება დაინტერესდეთ

ტრენინგი მათთვის, ვისაც ტურიზმის სფეროში დასაქმება ან საკუთარი ბიზნესის წარმოება სურს

ტრენინგი მათთვის, ვისაც ტურიზმის სფეროში დასაქმება ან საკუთარი ბიზნესის წარმოება სურს

მედია პორტალი Moms.ge თანამშრომლობას იწყებს „ტურიზმის ორგანიზაციასთან“, რომლის მიზანია ხელი შევუწყოთ ქალებს, დასაქმდნენ ერთ-ერთ მოთხოვნად სფეროში - ტურიზმში ან აწარმოონ საკუთარი ბიზნესი. 

კერძოდ, ამ სფეროში მეტი ინფორმაციისა და განათლების ამაღლების მიზნით, ​„ტურიზმის ორგანიზაცია“ გთავაზობთ ​ტურიზმის მენეჯმენტის ზოგად კურ​სს

კურსის გავლის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სპეციალურად Moms.ge-ს მკითხველისთვის დაწესებული 10%-იანი ფასდაკლებით, რომლის გამოყენება შეგიძლიათ პრომო კოდის ​#saleformomsge-ის წარდგენით.  

  • ტრენინგი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს ტურიზმის სფეროში ჩართული ყველა მნიშვნელოვანი რგოლის საქმიანობა, სურს წამოიწყოს საკუთარი ბიზნესი ან დასაქმდეს აღნიშნულ სფეროში. ტრენინგი საშუალებას მოგცემთ, განსაზღვროთ თქვენთვის პრიორიტეტული მიმართულება.
  • ტრენინგ-კურსს გაუძღვებიან წამყვანი კომპანიების და ორგანიზაციების გამოცდილი, წარამტებული, პრაქტიკოსი და პროფესიონალი ტრენერები.
  • კურსის მიზანია დაინტერესებულ პირებს მისცეს ზოგადი ცოდნა ტურიზმის შესახებ როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის ჩართულობით. კურსის ფარგლებში განიხილება ყველა ის ძირითადი საკითხი, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიას აერთიანებს.


ტრენინგის მოკლე აღწერა იხილეთ ​ა​ქკურსის სრულ სილაბუსს გაეცნობით ​ბ​მულზე

ტურიზმის მენეჯმენტის ​ზოგ​ად კურსზე რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმული – http://bit.ly/2NO​3zsU

კურსდამთავრებულს გადაეცემა „ტურიზმის ორგანიზაციის” მიერ გაცემული ორენოვანი სერტიფიკატი. 

ტრენინგები ჩატარდება რადისონ ბლუ ივერიაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ნომრებზე: +995 32 24 24 1 24; +995 557 307 337

წაიკითხეთ სრულად