Baby Bag

​ცვლილებები 2020 წლის აბიტურიენტთა ცნობარში 18 მარტის მონაცემებით

​ცვლილებები 2020 წლის აბიტურიენტთა ცნობარში 18 მარტის მონაცემებით

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გთავაზობთ ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 30 მარტის 18:00 საათის შემდეგ აბიტურიენტები ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაციას ვეღარ გაივლიან. ამ თარიღის შემდეგ აბიტურიენტს ასევე არ აქვს უფლება შეცვლოს სარეგისტრაციო განაცხადში საგამოცდო ცენტრის ადგილმდებარეობა (ქალაქი).

აბიტურიენტს რეგისტრაციის მეორე ეტაპზე 2020 წლის 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება ჩასაბარებელი საგნის შეცვლა (წაშლა, დამატება), გამოცდის ენის შეცვლა ან კონკურსის (შემოქმედებითი ტურის) არჩევა.

საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული თარიღის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე.

იხილეთ ასევე: ​გადაიწევს ​თუ ა​რა ერთიანი ეროვნული გამოცდების ​ვადები? - გიორგი გახარიას პასუხი

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ გაიცემა გრანტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

როგორ გაიცემა გრანტი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ახალი მოდელით ჩატარდება. 

აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას ჩააბარებენ: ქართულ ენასა და ლიტერატურას; უცხოურ ენას, მესამე გამოცდა კი დამოკიდებულია პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას ჩააბარებენ, ჰუმანიტარულზე - ისტორიას, ხოლო (პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე) სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას.

სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო იქნება ოთხი გამოცდა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მეოთხე საგანი უმაღლესი სასწავლებლების მცირე ნაწილმა რამდენიმე პროგრამაზე აირჩია.

რაც შეეხება გრანტს, ცენტრის ცნობით, გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება.

წაიკითხეთ სრულად